logo
ENG



ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპა

14 ივლ 202614:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/14/m7bfcjyflqzhl6b.png

ირანმა ომანის ტერიტორიულ წყლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე Mombasa-სა და Al Bahiyah საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა Mombasa-ს ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.

თეირანის მტკიცებით, გემები არ დაემორჩილნენ გაფრთხილებას, ნავიგაციის სისტემები გამორთეს და აკრძალული მარშრუტით გავლა სცადეს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნიუ-დელიში ირანის საელჩოს წარმომადგენელს ელოდება, რომ დააფიქსიროს „მკაცრი პროტესტი“ ჰორმუზის სრუტეში ორ კომერციულ გემზე თავდასხმის გამო, რომელსაც ინდოეთის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის უწყებამ მომხდარ იერიშს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა.

ირანისა და აშშ-ის კონფლიქტის ესკალაცია ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურესა და სხვა არაბულ ქვეყნებში ესხმის თავს. აშშ თავდასხმებს აგრძელებს ირანის სტრატეგიულ ლოკაციებზე.

დღეს, აშშ-მა ირანის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ბირთვული ობიექტები მდებარეობს, ოთხ ლოკაციაზე მიიტანა იერიში, აცხადებს ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA.


close დახურვა