ირანის ხელისუფლება სკოლებისა და მეჩეთების გახსნას დღეიდან, ქვეყნის იმ ნაწილში გეგმავს, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, სასწავლო პროცესი ეტაპობრივად, დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებშიც განახლდება.
ირანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მოიხსნა შეზღუდვების ნაწილი. მუშაობა განაახლეს სავაჭრო ცენტრებმაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდ 19-ით 47 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 6,203 შეადგინა. გამოვლინდა დაინფიცირების ათასამდე ახალი შემთხვევაც.