logo
ENG



ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

25 თებ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ირაჯ ჰარირ-ჩი შეუძლოდ პრესკონფერენციაზე გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საშიში ვირუსი დაუდგინეს.

ოფიციალური მონაცემით, ირანში კორონავირუსის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. გასული 24 საათის განმავლობაში კი დაინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსზე ამოწმებენ თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავის მგზავრებს. ლაინერი თეირანიდან ანკარაში მიფრინავდა და მის ბორტზე მყოფ 17 ირანელს საშიში ვირუსის მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდა. ამის გამო ლაინერს მიმართულება შეუცვალეს და ანკარის აეროპორტთან ახლოს დასვეს.

დაინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა ევროპაშიც. კანარის კუნძულებზე კორონავირუსი იტალიელ ტურისტს დაუდგინეს. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა სიცილიაზეც. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით 7 ადამიანია გარდაცვლილი. 


close დახურვა