logo
ENG



ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა

08 აპრ 202610:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/5x63koakmvo4oau.jpeg

ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამ ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა — ამის შესახებ Axios-ი წერს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადების შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა, ნავთობის ფასმა მკვეთრად იკლო და ბარელზე 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.

ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები დაახლოებით 16%-ით დაეცა და მისი ფასი ბარელზე დაახლოებით 93 დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, მისი ღირებულება 14%-ით შემცირდა და დაახლოებით 96 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა.

გამოცემის ინფორმაციით, ეს არის ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.

 


close დახურვა