logo
ENG



ირანში, ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

04 იან 202423:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/05/51dd7eif75yzuah.jpg

ირანში, ქალაქ კერმანში, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 284 დაშავდა. 

ISIS-ის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილზე ორმა კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა თავი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად აამოქმედეს. 

ცნობილია, რომ პირველი აფეთქება 3 იანვარს ყოფილი სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, ხოლო მეორე - დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მაშინ, როცა ადგილზე მომლოცველები გადაადგილდებოდნენ.

სოლეიმანი ოთხი წლის წინ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ირანის "ჩრდილოვანი მეთაურის" სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.

ქვეყანაში 4 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადდა. 

 


close დახურვა