logo
ENG



ირანში ვირუსს დღეს 139 ადამიანი ემსხვერპლა

28 მარ 202018:07
3 წუთის საკითხავი
 

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ძლიერია და მზადაა, კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას გაუმკლავდეს. განცხადება ჰასან რუჰანიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

ოფიციალურმა თეირანმა დღეს 139 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი ქვეყანაში 35 400-ს აჭარბებს. 3 ათასზე მეტი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ვირუსის პრევენციის მიზნით ყალბ ინფორმაციას ეყრდნობა და თვითნებურად მკურნალობს.

გავრცელებული ცნობით, მოწამვლის შედეგად ირანში 300-მდე ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა