ირანში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქ იეზდში გააკეთა. ჰასან როუჰანის თქმით, საბადოში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, დაახლოებით 50 მილიარდი ბარელი ნავთობია.
ახალაღმოჩენილი საბადო შეიძლება ქვეყანაში სიდიდით მეორე ნავთობ-რესურსად იქცეს. ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ აღმოჩენა ქვეყანაში არსებულ მარაგს ერთი მესამედით გაზრდის.