ირანში ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება. მიზეზი ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსია, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, ათას ორას 84 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის სულიერმა ლიდერმა და პრეზიდენტმა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-მიმართვები გაავრცელეს და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს. ლიდერები ასევე დარწმუნებული არიან, რომ ირანი შექმნილ კრიზისს მალე გადალახავს და ეკონომიკურ ზრდასაც დაიწყებს. პარალელურად, ისტორიაში პირველად იხურება მუსლიმების ორი მთავარი სალოცავი მექასა და მედინაში. სალოცავების ტერიტორიაზე შესვლა მორწმუნეებს დღეიდან გაურკვეველი ვადით ეკრძალებათ.