logo
ENG



ირანში საპროტესტო აქციის დაშლის დროს, 106 მომიტინგე დაიღუპა

20 ნოე 201910:34
3 წუთის საკითხავი
 
w87z29a1gxe924u.jpg

ირანში საპროტესტო აქციის დარბევის დროს 106 მომიტინგე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასარბევად ფიზიკური ძალა გამოიყენეს და სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს და 200 ადამიანს გადააჭარბოს.

ირანი საპროტესტო ტალღამ 15 ნოემბრიდან მოიცვა. მოქალაქეები ქვეყნის ქუჩებში საწვავის ფასის ზრდის გამო გავიდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციის დარბევის ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება უკვე გამოეხმაურა. ისინი აცხადებენ, რომ მომიტინგეები კანონს არღვევენ და სამართალდამცველები მართლწესრიგს იცავენ.


close დახურვა