logo
ENG



ირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად მიიჩნია

02 ივნ 202201:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/r0c4emoh1qm9e9k.png

ირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად მიიჩნია.

სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია: 

"რუსეთის ხელისუფლების მიერ ნებადართული და რუსული ჯარის მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც მიმართულია: 

თავიანთ ქვეყანაში უდანაშაულო უკრაინელი ხალხის დახოცვისკენ, მათი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად დაზიანებისკენ, ისეთი პირობების მიზანმიმართულად შექმნისკენ, რომლებმაც უკრაინას და მის ხალხს ფიზიკური განადგურება და ზიანი მოუტანა; 

აკმაყოფილებს გენოციდის კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ კონვენციით. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრა გენოციდის აქტია"


close დახურვა