პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის რაიონში იყრის. ის პარტიის წევრმა დავით თარხან-მოურავმა წარადგინა.
"ნაძალადევში, იქ, სადაც არის შალვა ნათელაშვილი, ჰოდა, ყველაფერი გამოჩნდება", - თქვა თარხან-მოურავმა.
ნაძალადევის რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია, ლელოს - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, სხვა ოპოზიციური პარტიების კი - შალვა ნათელაშვილი.