logo
ENG



ირმა ინაშვილი ტელევიზიას უბრუნდება

28 მარ 202117:48
3 წუთის საკითხავი
clock 3546
2021/03/28/vtie5um4ry70t0e.png

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ტელევიზიას უბრუნდება.

მისი ინფორმაციით, ის ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს.

"14 აპრილიდან შევხვდებით ობიექტივის ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად", - წერს ის.

პატრიოტთა ალიანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიის სიით პარლამენტში გასულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა. ახლა მათ ნაცვლად ამავე პარტიის სიიდან პარლამენტში 4 დეპუტატი შევიდა და ფრაქცია ევროპელი სოციალისტები შექმნა.


close დახურვა