logo
ENG



ირმა ნადირაშვილი: ლაგოდეხის მერი პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ

27 ოქტ 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
4elnpfl8rruzreh.jpg

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ლაგოდეხში დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი აკეთებს.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დააფიქსირეს. საარჩევნო უბნებზე ასევე გამოვლინდა მცირე პროცედურული დარღვევებიც, რომლებიც დროულად აღმოიფხვრა და კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

"დაშლიგინებენ დაბურულფანჯრიანი სუს-ის მანქანები და დედოფლისწყაროს სუს-ის უფროსიც კი აქ არის  ჩამოსული. მთელი ლაგოდეხის ადმინისტრაციული რესურსი აქ არის, ლაგოდეხის მერი ჩვენგან 20 მეტრში პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს არის ზეგავლენის მოხდენა ადამიანებზე. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დღესაც ხვდება, რომ არაფერი აღარ უშველის," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.


close დახურვა