logo
ENG



ის ციხეში უნდა იჯდეს - ტრამპმა ჯონ ბოლტონს ნაძირალა უწოდა

24 ივნ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა,  ჯონ ბოლტონს ნაძირალას უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კვლავ „ტვიტერის“ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი მრჩევლის მემუარებს და დაწერა, რომ ბოლტონი ციხეში უნდა იჯდეს და ფულიც უნდა ჩამოართვან, რადგან შემოსავლის მიღების მიზნით საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მემუარები სათაურით "ოთახი, სადაც ეს მოხდა" წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება. ჯონ ბოლტონი თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს იხსენებს და დონალდ ტგრამპის პირად საუბრებზე დაყრდნობით ბევრ კულვარულ ამბავს ასაჯაროებს. ავტორი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა  საქართველოში რუსეთის შეჭრის მეათე წლისთავზე მკაცრი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა. 


close დახურვა