60 წლის კაცი დაჭრეს ისანში, უჯარმის ქუჩაზე - დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.