logo
ENG



ისანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

31 მაი 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

ისანში, უჯარმის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეზობლები ამბობენ, რომ დაჭრილს არ იცნობენ. მან ბინა, სავარაუდოდ, ერთი დღით იქირავა. კაცი ბინაში უცნობ პირთან ერთად იმყოფებოდა და კონფლიქტი სწორედ მასთან მოუვიდა.

სასტუმროს მეპატრონე მედიასთან არ აკეთებს განცხადებას.

ჯერჯერობით უცნობია, დააკავა თუ არა პოლიციამ პირი, რომელმაც 60 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა