logo
ENG



ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

18 სექ 202001:21
3 წუთის საკითხავი
 
3lue109gicfo107.jpg

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ისევ ხმაურია.

ადგილობრივები, რომლებიც ბინების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა. სამართალდამცველები მოსახლეობას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ წინააღდეგ შემთხვევაში მათაც დააკავებენ.

"დაკავებულია ქალბატონი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ცდილობდა, გზა გადაეკეტა", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ, მათ შორის სტრატეგია აღმაშენებლის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და ისანში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

"იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება მოსულიყო ამ ადამიანებთან და გასაუბრებოდა, მათ აკავებენ. არ მესმის ასეთი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ამ რაიონს აქვს გამგეობა და პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული, ნორმალურ მდგომარეობაში. არჩევნებია და ადამიანებს პირდაპირ აშინებენ: "მოგვცემ ხმას, ასე იქნება, თუ არ მოგვცემ ასე“. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ საკუთარ მოქალაქეებს ასე მოექცე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


close დახურვა