logo
ENG



ისანში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი, ცხედარი დაწვა

03 მარ 202021:23
3 წუთის საკითხავი
 
1u94pgfwbls5cna.jpg

ისანში, მამაკაცმა ცივი იარაღით დედა მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 


close დახურვა