![m2zdfnr80xsppbr.jpeg](/uploads_script3/news/m2zdfnr80xsppbr.jpeg)
დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სპეცოპერაციის მსვლელობისას მოკლეს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, სპეცდანიშნულების რაზმების სამიზნე სწორედ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იყო. ამერიკელი სამხედროების მხრიდან ოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ცნობა უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არც ერთხელ დადასტურებულა.