logo
ENG



ისნის ბაზრობაზე დასაქამებულები გადასახადის შემცირებას მოითხოვენ

08 ნოე 201912:39
3 წუთის საკითხავი
 
ilod64km9g869fe.jpeg

მორიგი პროტესტი - ისნის ბაზრობაზე, დასაქმებულები აქციას ყოველთვიური გადასახადის შემცირების მოთხოვნით მართავენ. ბაზრობის თანამშრომლები ადმინისტრაციას მიმართავენ, რომ დოლარის ნაცვლად მათი გადასახადი ლარით განისაზღვროს. ადმინისტრაციამ იმ დასაქმებულებს ვისაც ერთი თვის დავალიანება აქვს მაღაზიები დაუკეტა. და განაცხადა რომ "იმუშავებს ის ვინც ქირა გადაიხადა". აქციის შეწყვეტას არ აპირებენ დასაქმებულები იქამდე სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩაგვიკეტეს მაღაზიები, იმიტომ რომ ერთი თვის დავალიანება გვაქვს, აღარ უშვებენ მომხმარებლებს, ვეღარ ვმუშაობთ რამდენიმე დღეა ვითხოვთ, რომ არ გადაგვახდევინონ ქირა დოლარში, გადახდა გვინდა ლარში, მაგრამ ადმინისტრაცია უარს აცხადებს,“-განაცხადა აქციის მონაწილე გოგა არუთიანმა.

 


close დახურვა