logo
ENG



ისნის გამგებლის თქმით, კორპუსის მოსახლეობას ლიფტის გაუმართაობის შესახებ არ მიუმართავს

14 იან 202319:38
3 წუთის საკითხავი
 

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის თქმით, ვაზისუბნის იმ კორპუსის ამხანაგობას, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად დღეს 2 ადამიანი დაიღუპა, გამგეობისთვის ლიფტის გაუმართაობის შესახებ არ მიუმართავს.

ელისაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ კორპუსის ამხანაგობამ ისნის რაიონის გამგეობას ბოლოს 2021 წელს მიმართა და მაშინ ლიფტის გაუმართაობის ან შესაძლო პრობლემების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„ამხანაგობის მომართვიანობა ბოლოს ფიქსირდება 2021 წელს და ის საკითხები რაზეც მოგვმართა ჩვენ ამხანაგობამ და მისმა თავმჯდომარემ ყველა პრობლემა გადაჭრილია, ყველა პრობლემაზე ჩვენ უკვე გვქონდა ნასაუბრები მოსახლეობასთან. სამწუხაროდ, იმ პრიორიტეტებში რა პრიორიტეტებიც მოსახლეობამ ჩვენამდე მოიტანა, იქ ლიფტი არსად არ იყო ნახსენები და არასდროს ჩვენთან არ მოსულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტს შეიძლება რაიმე პრობლემა ჰქონოდა ან გაუმართავი ყოფილიყო“ - განაცხადა ნიკოლოზ ელისაშვილმა.

დღეს, 14 იანვარს ვაზისუბანში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა