logo
ENG



ისნის პოლიციის სამმართველოში სამართალდამცველების მობილიზებაა

23 თებ 202107:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/48uargkqz1asdyg.png

ამ წუთებში ისნის პოლიციის სამმართველოში სამართალდაცმველების მობილიზებაა. ჯერჯერობით უცნობია თუ რისთვის იკრიბებიან სამართალდამცველები. ისინი აცხადებენ, რომ მორიგეები არიან და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რომ სამართალდამცველემა ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დღეს, 23 თებერვალს დაიწყონ. ენმ-ის ოფისში ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და თითქმის მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ლიდერები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ მელიას დაკავებას შეეწინააღმდეგებიან. თავის მხრივ მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება მის დაჭერას ვერ გაბედავს, ხოლო ენმ-ის შენობაში მისულ სამართალდამცველებს იქ მყოფი ხალხი სიმღერით შეხვდება.

ფორმულას ინფორმაციით, ენმ-ის შენობაში შეიარაღებული აგენტ-პროვოკატორის შეგზავნაა დაგეგმილი, რომელიც სამართალდამცველების გამოჩენისთანავე მათთან კონფლიქტში შესვლას შეეცდება. სწორედ შეიარაღებული აგენტ-პროვოკატორის მიერ კონფლიქტის პროვოცირება გახდება შტურმის დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმისთვის უკვე მობილიზებულია რუსთავის, გორის, თბილისის პირველი და მესამე სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმები. თბილისის პირველ სამმართველოს რომან ცეცხლაძე, ხოლო მესამე სამმართველოს გია ბერაძე ხელმძღვანელობს.

სპეცოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნულია ზვიად ხარებაშვილი, მეტსახელად ხარება. ასევე, მობილიზებულია თბილისის სპეციალური დანიშნულების რაზმი ხვიჩა ზაქაიძის ხელმძღვანელობით.


close დახურვა