logo
ENG



ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლას ლიდერმა პირველი მიმართვა გაავრცელა

03 ნოე 202317:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/76rz48rofpny2di.jpg

ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრულამ პირველი მიმართვა გაავრცელა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან შეაქო ჰეზბოლას ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე. ნასრულას თქმით, ჰამასის ქმედებებმა გამოავლინეს "ისრაელის სისუსტე, არამდგრადობა... ის უფრო მყიფეა, ვიდრე ობობას ქსელი".

ნასრულას განცხადებით, თავდასხმას, რომელიც, მისი თქმით, პალესტინის ჯგუფის მიერ ფარულად დაიგეგმა, ხანგრძლივი შედეგები ექნება.

"ამ დიდებულმა, სეისმურმა ოპერაციამ გამოიწვია მიწისძვრა უსაფრთხოების, სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური და თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით", - თქვა მან.

ნასრულამ ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის შესაძლებლობები, მიაღწიოს საკუთარ მიზანს მძევლების გათავისუფლებაში.

ჰასან ნასრულა შიიტი სასულიერო პირია,რომელიც ჰეზბოლას 1992 წლიდან ხელმძღვანელობს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პოლიტიკურ - ისევე როგორც სამხედრო - ძალად გადაქცევაში. ნასრულას მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან და მის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან, რომელიც სათავეს 1981 წლიდან იღებს, როდესაც ირანის პირველმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინმა ის ლიბანში პირად წარმომადგენლად დანიშნა.

ნასრულა პუბლიკის წინაშე წლების განმავლობაში არ გამოჩენილა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ის წითელი ცირკულარით იძებნება. ამის მიუხედავად, ის აგრძელებს ტელევიზიით მიმართვების გავრცელებას.


close დახურვა