logo
ENG



ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში ჰამასის ლიდერის სახლს დაარტყა

16 ნოე 202316:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/1kijemqq1vzl085.jpeg

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზაში ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიეს სახლს დაარტყეს.

CNN-ის ინფორმაციით, არმიამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ძლიერი აფეთქებები და სახლის ნგრევაა ასახული.

როგორც ცნობილია, ჰანიე წლებია ღაზაში არ ცხოვრობს.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის ჩრდილოეთით, ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ჰამასის საზღვაო ძალების იარაღი, მათ შორის მყვინთავის აღჭურვილობა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.


close დახურვა