logo
ENG



ისრაელი მძევლების გათავისუფლებაზე შუამავლების მიერ შეთავაზებულ გარიგებას დათანხმდა

30 იან 202415:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/sbloqi5kur6knq6.jpg

ისრაელი მძევლების გათავისუფლებაზე შუამავლების მიერ შეთავაზებულ გარიგებას დათანხმდა.

შეხვედრა, რომელშიც მოსადისა და CIS ხელმძღვანელობა, ამასთან, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პარიზში გაიმართა.

გარიგების თანახმად, ღაზის სექტორში  ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები დროებით უნდა შეაჩეროს, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყოს და ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების ნაწილი გაათავისუფლოს.

ჰამასმა სანაცვლოდ, 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები ეტაპობრივად უნდა დააბრუნოს. თუმცა ახალ გარიგებას ჰამასი არ თანხმდება და სანაცვლოდ, ომის სრულ შეწყვეტას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარის  გაყვანას მოითხოვს.

23 ნოემბერს, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.


close დახურვა