logo
ENG



ისრაელის არმია აცხადებს, რომ ქალაქი ღაზა ალყაში მოაქციეს

06 ნოე 202309:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/7l4np6b8vevtpt0.jpg
Kahana/AFP/Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ქალაქი ღაზა სრულად მოაქციეს ალყაში - თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ამიერიდან იქნება ორი ზოლი, "სამხრეთი და ჩრდილოეთი ღაზა". მან ამას ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომში "მნიშვნელოვანი ეტაპი" უწოდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

საერთაშორისო მედიები იუწყებიან, რომ სამხედროების ქალაქში შესვლა შემდეგი 48 საათის განმავლობაში იგეგმება. ისრაელი კი მოქალაქეებს ღაზის სამხრეთით ევაკუაციისკენ კვლავ მოუწოდებს.

გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით ევაკუაცია 4 საათით დაუშვეს. მათი ცნობით, მაგისტრალზე გზა უსაფრთხო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იყო.

ისრაელმა ევაკუაციის მსგავსი გეგმა დააანონსა შაბათსაც, თუმცა მათი თქმით, ჰამასის შეიარაღებული პირები ტერიტორიაზე ისრაელის ჯარებს თავს დაესხნენ და ევაკუაციას ხელი შეუშალოს. თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ტერორისტებს მშვიდობიანი მოქალაქეების "ფარად" გამოყენება სურთ. აშშ-ის მონაცემებით, ღაზის ჩრდილოეთით 400 000-მდე ადამიანი კვლავ რჩება.


close დახურვა