logo
ENG



ისრაელის არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

02 ნოე 202209:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/5o90go0zfber0ii.jpg

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" ლიდერობს. ეგზიტპოლების თანახმად, ნეთანიაჰუს აქვს შანსი, რომ პრემიერის სავარძელს დაუბრუნდეს.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 70% შეადგინა. საბოლოოდ შედეგები მოგვიანებით გამოცხადდება.

ქნესეთის არჩევნებში სულ 40 პარტია იღებდა მონაწილეობას, რომელთაგანაც 11-ს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის საშუალება აქვს. პარტია "ლიკუდის" ძირითად მოწინააღმდეგედ მიიჩნევა ცენტრისტული პარტია "ეშ ატიდი", რომელსაც მოქმედი პრემიერი იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს.

პირველ ნოემბერს გამართული არჩევნები ბოლო სამ წელიწად-ნახევარში რიგით მეხუთეა. ივნისში ისრაელში რვა პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია დაიშალა, რომლის სათავეშიც ნაფტალი ბენეტი იყო. კოალიციამ მხოლოდ ერთი წელი იარსება. მაშინ მთავრობას სათავეში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლაპიდი ჩაუდგა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ 73 წლისაა. ის პირველი პრემიერმინისტრია, რომელიც ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიბადა. ისრაელის მთავრობას ის 1996-1999 და 2009-2021 წლებში ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუს ბრალს სდებენ კორუფციაში და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ის ყველა ბრალდებას უარყოფს.


close დახურვა