გლოვაა ისრაელის დედაქალაქში. თელ-ავივის ხალხმრავალ ქუჩაზე გუშინ მომხდარ ტერაქტს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 12. დანაშაულის ადგილზე დილიდან სანთლებითა და ყვავილებით დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. თავდასხმის ადგილი კაფე ბარებისა და სავაჭრო ცენტრების ზონაა.