logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალები: ბაიდენის ვიზიტი სახმელეთო ოპერაციის შეფერხებას არ გამოიწვევს

17 ოქტ 202310:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/673x5gchwlhgrkm.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი ღაზაში სახმელეთო ოპერაციის შეფერხებას არ გამოიწვევს.

"ისრაელის არმია არ ელოდება, რომ ბაიდენის ისრაელში ვიზიტი ღაზაში პოტენციური სახმელეთო ოპერაციის შეფერხებას ან გართულებას გამოიწვევს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჰამასი უნდა განადგურდეს და ეს არის ჩვენი სამხედრო მიზანი", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.

ხვალ ბაიდენი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება. ბლინკენის თქმით, ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 


close დახურვა