ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს.
IDF-ის ცნობით, ბოლო 24 საათში სპეცოპერაცია ჩატარდა ზაიტუნაში და ჯაბალიაში.
"სპეცოპერაციისას ჩვენ სამხედროებს ტერორისტებიც შეხვდნენ, რომლებმაც თავდასხმა სამოქალაქო რაიონებიდან განახორციელეს და რაკეტები და ყუმბარები გამოიყენეს. მოვკალით ჰამასის რამდენიმე წევრი, გავანადგურეთ ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურა. ვაგრძელებთ სახმელეთო ოპერაციას", - ამბობენ უწყებაში.