ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ტანკების გამოყენებით "მიზანმიმართული რეიდი" ჩაატარა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დარბევა "ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების ფარგლებში" განხორციელდა და გაანადგურეს "ტერორისტული ინფრასტრუქტურა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები პუნქტი".
"მას შემდეგ ჯარისკაცებმა დატოვეს რაიონი და ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ", - განაცხადეს IDF-ში.
כוחות צה"ל בפיקוד חטיבת גבעתי ביצעו הלילה פשיטה ממוקדת באמצעות טנקים בשטח צפון רצועת עזה, כחלק מהכנת המרחב לשלבי הלחימה הבאים.
במסגרת הפעילות הכוחות איתרו ותקפו מחבלים רבים, השמידו תשתיות טרור, עמדות נ"ט וביצעו עבודות לארגון המרחב.
הכוחות יצאו מהמרחב בסיום המשימה pic.twitter.com/pWKfMV6Fz0
მანამდე პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება და ჰამასის ტერორისტები "განწირულები" არიან. მან აღნიშნა, რომ ე.წ. ომის კაბინეტი დღედაღამ მუშაობს, რათა გამარჯვებას მიაღწიონ.