ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მმართველი პარტიის ლიდერის პოსტს ინარჩუნებს. "ლიკუდის" შიდა პარტიულ არჩევნებში მოქმედმა პრემიერმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. ნეთანიაჰუს მთავარმა კონკურენტმა გიდეონ საარმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მარტში დაგეგმილ ვადამდელ პარალმანეტო არჩევნებში ის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუჭერს მხარს.
შიდა პარტიული არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამას დაემატა მოქმედი პრემიერის მიმართ წარდგენილი ბრალდებები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ. ნეთანიაჰუს ამის გამო სასამართლო პროცესი ელის.