logo
ENG



ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

24 მაი 202016:55
3 წუთის საკითხავი
 

იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ეს არის პირველი შემთხვევა ისრაელის ისტორიაში, როდესაც ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ასამართლებენ.

70 წლის ნეთანიაჰუს მექრთამეობაში, თაღლითობასა და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სასამართლო დარბაზში მისულმა პრემიერმა კიდევ ერთხელ უარყო წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ საქმის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების მიერ  ნებისმიერი გზით მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორობაა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში მორიგი ფიცი გასულ კვირას დადო. 

 


close დახურვა