logo
ENG



ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა, ბენი განცმა ნეთანიაჰუს მთავრობა დატოვა

10 ივნ 202410:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/eoetp6z44g9g957.jpg

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა, ბენი განცმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ შექმნილი ომის კაბინეტი და ნეთანიაჰუს მთავრობა დატოვა.

"მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა", - თქვა განცმა სატელევიზიო განცხადებაში და ისრაელის პრემიერი გააკრიტიკა.

განცის თქმით, ნეთანიაჰუ რეალური გამარჯვებისკენ წინსვლას ხელს უშლის. ის პრემიერს საკუთარი პოლიტიკური გადარჩენის ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე მაღლა დაყენაბაშიც ადანაშაულებს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ნეთანიაჰუ ფუჭ დაპირებებს იძლეოდა და ქვეყანას სხვა მიმართულებით სვლა სჭირდება, რადგან, მისი აზრით, ბრძოლა წლები გაგრძელდება. 

განცმა ნეთანიაჰუს არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ განცს X-ზე პოსტით უპასუხა: "ბენი, ახლა კამპანიის დატოვების დრო არ არის, ახლა ძალების გაერთიანების დროა".

გასულ თვეში, განცმა ნეთანიაჰუს 8 ივნისი დაუსახელა ბოლო ვადად, რათა განემარტა, თუ როგორ მიაღწევდა ისრაელი თავის ექვს სტრატეგიულ მიზანს, მათ შორის ღაზის სექტორში ჰამასის მმართველობის დასრულებასა და ტერიტორიისთვის მრავალეროვნული სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნას.

 


close დახურვა