ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ძველი ქალაქის მახლობლად პალესტინელი ახალგაზრდა მოკლა.
სამართალდამცველების ვარაუდით, მას იარაღი ჰქონდა და გაჩერება მოსთხოვეს, თუმცა ეჭვმიტანილი ბრძანებას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. პოლიცია მას დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღიარეს, რომ მოკლული შეუიარაღებელი იყო.
ძალოვნებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მამაკაცი გუშინაც მოკლეს.
გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი მათთვის მანქანის შეჯახებას აპირებდა.