ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მზადაა მორიგი მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის. ეს პრეზიდენტმა ქვეყნების ელჩებს განუცხადა.
ისრაელის პრეზიდენტი 80-მდე ქვეყნის ელჩს შეხვდა და მათ არსებული ვითარება გააცნო.
"შემიძლია, გავიმეორო, რომ ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სინვარსა და ჰამასის ხელმძღვანელობას"- თქვა პრეზიდენტმა.
ნოემბერში ჰამასსა და ისრაელს შორის ჰუმანიტარული პაუზის დროს ჰამასმა 105 მძევალი გაათავისუფლა 300-ზე მეტი პალესტინელის სანაცვლოდ.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ღაზის სექტორში 130-მდე მძევალი იმყოფება.