logo
ENG



ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ახალი მთავრობა წარუდგინა

17 მაი 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ახალი მთავრობა წარუდგინა.  

ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კანონმდებლები სხდომას პირბადეებით ესწრებოდნენ. პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტსაც შეატყობინა იმის შესახებ, რომ მთავრობა უკვე ფორმირებულია.

კრიზისის მიზეზი, რომელიც ქვეყანაში ერთ წელს გაგრძელდა, ის გახდა, რომ დაპირისპირებული პარტიები მთავრობის შემადგენლობაზე ვერ თანხმდებოდნენ. მთავრობის ფორმირების ჩავარდნილი მცდელობების გამო უკანასკნელი წლის განმავლობაში ქვეყანაში 3-ჯერ გაიმართა საპარლამენტო არჩევნები.


close დახურვა