ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იაკოვ ლიცმანსა და მის მეუღლეს ,კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
71 წლის მინისტრი ამ დროისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ისრაელში, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ლიცმანი ცოლთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 6 000-ზე მეტი შემთხვევა დასტურდება, ხოლო 26 ადამიანი გარდაიცვალა.