logo
ENG



ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტი დაბომბა - მედია

15 ოქტ 202302:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/zbp0rr0i3zvl1ez.png

სირიის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.

მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად ასაფრენი ბილიკი დაზიანდა და აეროპორტის მუშაობა შეწყდა. ამასთან, გაზეთი ალ-ვატანი იტყობინება, რომ აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო. მანამდე აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

12 ოქტომბერს სირიის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა

 

 


close დახურვა