logo
ENG



ისრაელმა ღაზაში 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

01 სექ 202412:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/akg47fpf19bwzjj.jpg

BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რაფაში, ერთ-ერთ გვირაბში, რამდენიმე დღის წინ მოკლული 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

მძევლები 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, 24 წლის ედენ იერუშალმი, 25 წლის ორი დანინო, 32 წლის ალექს ლუბნოვი, 40 წლის კარმელ გატი და  27 წლის ალმონგ სარუსი იყვნენ. 6-ვე მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს.

"პირველადი შეფასებით, ისინი ცოტა ხნის წინ, ჰამასის ტერორისტებმა სასტიკად მოკლეს. თითოეული მათგანი ჰამასმა 7 ოქტომბერს გაიტაცა", – თქვა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად დაახლოებით, 250 ადამიანი აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

 

 

 

 

 


close დახურვა