დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშების შემდეგ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის სარაკეტო შეტევები არ წყდება. პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით 50-მდე ჭურვი გაისროლეს. თავშესაფარში გადაყვანის დროს შეუძლოდ გახდა 8 წლის გოგონაც, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა. ისრაელის ავიაციამ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ლიდერის სახლი ღაზის სექტორში გამთენიას დაბომბა. ის მეუღლესთან ერთად დაიღუპა, მისი 4 შვილი კი დაშავდა. ორი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის კიდევ ერთ იერიშს სირიის დედაქალაქ დამასკოში, სადაც ქვეყნის ავიაციის სამიზნე დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი გახდა.