logo
ENG



ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

21 იან 202412:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/21/2r13emduefmz7g4.jpg

შაბათს თელ-ავივის ქუჩებში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არასწორად უმკლავდება, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი არჩევნების დანიშვნაზეც.

"მთავრობამ 7 ოქტომბერს მიგვატოვა და ამას აგრძელებს ყოველ დღე - მიატოვა ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებიდან ევაკუირებული მოსახლეობა, მსხვერპლების ოჯახები, ნათესავები და მძევლები. ძალა ჩვენს ხელშია, რათა შევცვალოთ და აღვადგინოთ. მთავრობა სახლში უნდა წავიდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნოამ ალონმა, რომლის ძმაც სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.

ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები თელ-ავივში აქამდეც არაერთხელ გამართულა - პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა მძევლების გათავისუფლებას უკავშირდება. პარალელურად, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ჰამასის ტყვეობიდან ყველა მოქალაქეს არ დაიხსნიან, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები ბოლო შეთანხმების ჩაშლის შემდეგ აღარ აღდგენილა.


close დახურვა