logo
ENG



ისტორიაში პირველად, მწარმოებლები მყიდველებს თანხას უხდიან, რომ ნავთობი შეიძინონ

21 აპრ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა ნედლ ნავთობზე ფასის რეკორდული ვარდნის გამო დაიხურა. ისტორიაში პირველად, WTI მარკის საწვავის ფასი უარყოფითი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები მყიდველებს თანხას უხდიან, რომ ნავთობი შეიძინონ. ერთი ბარელის ფასი მსოფლიო ბაზარზე ერთ დოლარზე ნაკლები გახდა. ექსპერტები აქციების ვარდნას მოთხოვნის შემცირებას და კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო ზომებს უკავშირებენ.

ნავთობის რეკორდულ გაუფასურებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისტორიულ ვარდნას ბაზრებზე მოკლე ვადიანს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება საუდის არაბეთიდან საწვავის იმპორტის შეჩერების საკითხს განიხილავს. 

„რეკორდულად დაბალი ფასია. ჩვენ ვავსებთ საწვავის სტრატეგიულ რეზერვებს და ვფიქრობთ 75 მილიონი ბარელი გადავიტანოთ რეზერვებში, ამით შეივსება და მივიღებთ სწორ ფასად“, - განცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიუ-იორკის შემდეგ დაეცა ევროპისა და აზიის ბირჟები. ვაჭრობა ტოკიოს, შანხაისა და ჰონგ-კონგის ბირჟებზე წამყვანი კომპანიების ფასიანი ქაღალდების რეკორდული გაუფასურებით დაიწყო. 

ფასის ვარდნამ ნედლ ნავთობზე კლება მარტში დაიწყო. ამის მიზეზი ოპეკის გარიგების ჩავარდნა გახდა. აპრილის დასაწყისში ორგანიზაციამ ახალი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად მაისში ნავთობის მოპოვება დღეში 9 მილიონ 700 ათს ბარელამდე უნდა შემცირდეს.


close დახურვა