logo
ENG



ისტორიაში პირველად - ლივერპული პრემიერლიგის გამარჯვებულია

26 ივნ 202001:23
3 წუთის საკითხავი
 
rimjp4avkfmmdij.jpg

ლივერპული ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულია. 

ცოტა ხნის წინ ლონდონის "ჩელსიმ" მანჩესტერ "სიტი" დაამარცხა, რის შემდეგაც "ლივერპული" მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, "ლივერპულს" 86 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ "სიტის" კი, 63.

შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატი „პრემიერლიგად“ ჩამოყალიბდა 1992 წლის 20 თებერვალს, პირველი დივიზიონის კლუბების გადაწყვეტილებით, რომელიც დაარსებული იყო 1888 წელს. ამ დრომდე „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონატი 18-ჯერ ჰქონდა მოგებული, თუმცა "პრემიერლიგა" არცერთხელ.


close დახურვა