logo
ENG



იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტს ამზადებს

07 ოქტ 202215:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/ppvsbc114irhm0z.jpg

იტალიური მედიის ცნობით, იტალიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში გასაგზავნად სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტს ამზადებს.

მედიის ინფორმაციით, მეხუთე უწყებათაშორისი დადგენილება უკრაინის სახელმწიფო ორგანოებისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და მასალების გაგზავნას ითვალისწინებს. განკარგულებას ხელი ამ კვირის ბოლომდე მოეწერება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასული წლის გაზაფხულზე, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მთავრობას უფლება მისცეს უკრაინაში იარაღის გაგზავნა ყოველი ახალი განკარგულების სავალდებულო კენჭისყრის გარეშე, მინიმუმ ამ წლის ბოლომდე მომხდარიყო.

იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯორჯო მულეს განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა ახალი განკარგულების პარამეტრებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

6 მარტს, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 5 რუს ოლიგარქს 143 მილიონი ევროს ღირებულების - აგარაკები, სახლები და იახტები ჩამოართვა. სანქციების ფარგლებში, იტალიის შესაბამისმა უწყებებმა რუსი ოლიგარქების აქტივები გაყინეს.

1 სექტემბერს, იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისაა ასევე ვილა, რომელიც ოლიგარქმა იტალიის ყოფილი პრემიერისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა.


close დახურვა