logo
ENG



იტალიაში, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა

08 მაი 202018:41
3 წუთის საკითხავი
 
53gb1l0305en72n.png

იტალიაში, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ქალაქ პულიას მერმა ალესიო ვალენტიმ განაცხადა. მისი თქმით, ქალბატონის მხრიდან ამის გაკეთება ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი საქციელია.

„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, - აცხადებს ალესიო ვალენტი.

პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე წარწერა „ზაოდი“ იყო გაკეთებული.

მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე 7 მაისს გამოქვეყნდა, ქალაქ პულიას მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით „ზაოდის“ მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ადამიანების ხსოვნას.


close დახურვა