იტალიაში კოვიდ-19-ისგან 103 წლის ქალი განიკურნა. ადა ზანუსი კორონავირუსით მარტში დაავადდა. ის ერთი კვირის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ კი, გამოჯანმრთელება დაიწყო.
ექიმები ამბობენ, რომ მისი მკურნალობისას მხოლოდ სიცხის დამწევსა და დიდი ოდენობით სითხეს იყენებდნენ.
ავადმყოფობის პერიოდში ხანშიშესულთა სახლი, სადაც ადა ზანუსი ცხოვრობს, კარანტინში იყო, თუმცა დაავადება სხვას არავის გამოუვლინდა.
ცნობისთვის, ეს 100 წელს გადაცილებული ადამიანის კოვიდ-19-სგან განკურნების პირველი შემთხვევა არ არის. 8 მარტს ჩინეთში ვირუსისგან 100 წლის პაციენტი განიკურნა.