იტალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, თუმცა მოგვიანებით კიდევ 2-ის.
ვერტმფრენი ხუთშაბათს, 9 ივნისს იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში აეროპორტ ლიკკიდან აფრინდა, მოგვიანებით კი გაუჩინარდა. დღეს, სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველები კი მგზავრების ცხედრები აღმოაჩინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან: მფრინავი, თურქეთის 4 და ლიბანის 2 მოქალაქე.