იტალიაში, ბარიში ერთ-ერთ ბინაში 16 წლის ბიჭი და 41 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალნენ. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით საკონსულო სამსახური ხაზზეა სამართალდამცავებთან.
