საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს იტალიის ქალაქ მოდუნიოში. მათ ბრალი ბინების გაქურდვაში ედებათ.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი შენობის ჩხრეკისას დააკავეს. ამოღებულია მოპარული ნივთები - ტელეფონი, საათი და ნაღდი ფული. ჩხრეკისას ერთ-ერთი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
იტალიელი სამართალდამცველების ცნობით, ამოღებული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის პატრონს ეკუთვნის.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.